ჩემპიონთა ლიგა. IV ტური - F ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური - F ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
* „ბარსელონას“14 დარტყმა ჰქონდა, აქედან 6 ზუსტი, მაგრამ ისევ ვერ გაიტანა თამაშიდან.
* 34 მატჩია „ბარსელონა“არ აგებს საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის მატჩებში (+30+4-0). ეს ყველაზე გრძელი სერიია ტურნირის ისტორიაში.
* „ბარსელონა“ზედიზედ 45 მატჩი იტანდა „კამპ ნოუზე“, მაგრამ „სლავიამ“გაძლო და გაიმეორა „ხეტაფეს“მიღწევა, რომელმაც ასევე 0:0 ითამაშა 2018 წლის თებერვალში.
* „დორტმუნდმა“პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგის მატჩი, რომელშიც ორი ბურთით აგებდა.
* „ინტერმა“პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგის მატჩი, რომელშიც ორი ბურთით იგებდა.
* აშრაფ ჰაკიმი „დორტმუნდის“ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია ტურნირზე. მან გუნდის ხუთი გოლიდან ოთხი გაიტანა, არადა, ნომინალურად განაპირა მცველის პოზიციაზე თამაშობს.
დორტმუნდი-ინტერი 3:2
გოლები: 0:1 მარტინესი (5), 0:2 ვესინო (40), 1:2 ჰაკიმი (51), 2:2 ბრანდტი (64), 3:2 ჰაკიმი (77).
დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი – ჰაკიმი, აკანჯი, ჰუმელსი, შულცი – ვიტცელი, ვაიგლი – სანჩო (82. პიშჩეკი), ბრანდტი, აზარი (88. რაფაელ გერეირო) – გიოტცე (64. პაკო ალკასერი).
ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი – გოდინი, დე ვრი, შკრინიარი – კანდრევა, ვესინო (68. სენსი), ბროზოვიჩი, ბარელა, ბირაგი (66. ლაზარო) – ლუკაკუ (73. პოლიტანო), მარტინესი.
ბარსელონა-სლავია 0:0
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი – ნელსონ სემედუ, პიკე, ლანგლე, ჟორდი ალბა – ვიდალი, ბუსკეტსი (68. რაკიტიჩი), ფ. დე იონგი – მესი, გრიზმანი, დემბელე (65 ფატი).
სლავია (4-2-3-1): კოლარჟი – კუფალი, კუდელა, ფრიდრიჩი, ბორილი – სუჩეკი, ტრაორე (57. ტესი), შევჩიკი, სტანჩუ (63. ჰუსბაუერი), ოლაინკა – მასოპუსტი (82. პროვოდი).
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 4 2 2 0 4:2 8
2. დორტმუნდი 4 2 1 1 5:4 7
2. ინტერი 4 1 1 2 6:6 4
4. სლავია 4 0 2 2 2:5 2