ჩემპიონთა ლიგა. II ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
ჩემპიონთა ლიგა. II ტური - B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
ფაქტები
* სერჟ გნაბრი მეორე გერმანელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. პირველი იყო მარიო გომესი (2012 წელი, ბაიერნი-ბაზელი 7:0).
* „ბაიერნი“ ზედიზედ 10 მატჩია ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად არ მარცხდება.
* „ბაიერნმა“ მეორედ გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად შვიდი გოლი. პირველად ეს 2014 წელს, „რომასთან“ მატჩში მოხდა (7:1).
* რობერტ ლევანდოვსკის ამ სეზონზე 10 ოფიციალურ მატჩში 13 გოლი დაუგროვდა.
* „ტოტენჰემმა“ პირველად გაუშვა ოფიციალურ მატჩში საკუთარ მოედანზე შვიდი გოლი.
* „ტოტენჰემის“ ანგარიშით 2:7 წაგება ყველაზე დიდი სხვაობით მარცხია ინგლისური კლუბებისთვის ევროტურნირებზე საშინაო მატჩებში.
შედეგები
ცრვ. ზვეზდა-ოლიმპიაკოსი 3:1
გოლები: 0:1 სემედუ (37), 1:1 ვულიჩი (63), 2:1 მილუნოვიჩი (87), 3:1 ბოაკიე (90)
ცრვენა ზვეზდა: ბორიანი – როდიჩი, მილუნოვიჩი, დეგენაკი, გობელიჩი – კანიასი (73. პეტროვიჩი), იოვანჩიჩი (55. ვულიჩი) – გარსია მარინი, ვან ლა პარა (62. ბოაკიე) – ტომანე
ოლიმპიაკოსი: სა – ტოროსიდისი, სემედუ, მერია, სემაკისი – ბუხალაკისი, კამარა (89. ელ არაბი) – მასურასი (79. ელაბდელაუი), ბენზია, ლოვერა (61. პროდენსე) – გერერო
ტოტენჰემი-ბაიერნი 2:7
გოლები: 1:0 სონი (12), 1:1 კიმიხი (15), 1:2 ლევანდოვსკი (45), 1:3 გნაბრი (53), 1:4 გნაბრი (55), 2:4 კეინი (61-პენ), 2:5 გნაბრი (83), 2:6 ლევანდოვსკი (87), 2:7 გნაბრი (88)
ტოტენჰემი: ლორისი – ორიე, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი – უინქსი (81. ლამელა), ნდომბელე (64. ერიქსენი) სისოკო – ალი (71. ლუკას მოურა) – სონი, კეინი
ბაიერნი: ნოიერი – პავარი, ზიულე, ბოატენგი (72. მარტინესი), ალაბა (46. ტიაგო) – კიმიხი, ტოლისო – გნაბრი, კოუტინიო, კომანი (71. პერიშიჩი) – ლევანდოვსკი
გათამაშების ცხრილი
1. ბაიერნი – 6 ქულა
2. ცრ. ზვეზდა – 3
3. ოლიმპიაკოსი – 1
4. ტოტენჰემი – 1