ჩემპიონთა ლიგა. II ტური - A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა
ჩემპიონთა ლიგა. II ტური - A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* „რეალმა“ თავის ისტორიაში პირველად ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის პირველ ორ ტურში მოგება.

* „რეალმა“ პირველად გაუშვა ევროტურნირებზე ზედიზედ სამ მატჩში შინ ორი ან მეტი გოლი.

* სერხიო რამოსი ზედიზედ 10 სეზონია ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ ერთ გოლს იტანს.

* პრესნელ კიმპემბემ 19 ორთაბრძოლა მოიგო „გალათასარაის“ წინააღმდეგ.

* „პარი სენ-ჟერმენი“ ზედიზედ 26 მატჩია ჩემპიონთა ლიგაზე უგოლოდ არ ტოვებს მოედანს. უფრო გრძელი სერია ჰქონდათ „რეალს“ (34) და „ბარსელონას“ (29).

შედეგები

რეალი-ბრიუგე 2:2

გოლები: 0:1 დენისი (9), 0:2 დენისი (39), 1:2 რამოსი (56), 2:2 კაზემირო (86)

რეალი: კურტუა (46. არეოლა) – კარვახალი, რამოსი, ვარანი, ნაჩო (46. მარსელო) – კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი – აზარი, ლუკას ვასკესი (67. ვინისიუში), ბენზემა.

ბრიუგე: მინოლე – მატა, მეხელე, დელი, სობოლი – ვორმერი, რიტსი, ვანაკენი – დენისი (71. ოპენდა/87. კულსი), ტაუ (90. შრაივერსი), დიატა.

გალათასარაი-პსჟ 0:1

გოლი: 0:1 იკარდი (52)

გალათასარაი: მუსლერა – მარიანო, მარკაო, ნეკადიო, ნაგატომო (77. ბაირამი) – ნზონზი, ბელჰანდა (62. ფეგული), სერი, დონკი, ბაბელი (64. ანდონე) – ფალკაო.

პსჟ: ნავასი – მენიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი – მარკინიოსი, გუეიე, ვერატი – სარაბია (71. ჩუპო-მოტინგი), დი მარია (83. ერერა), იკარდი (61. მბაპე)

გათამაშების ცხრილი

1. პსჟ – 6 ქულა

2. ბრიუგე – 2

3. გალათასარაი – 1

4. რეალი – 1