ჩემპიონთა ლიგა I ქართველების „სლოვანმა“ ლუქსემბურგის ჩემპიონი ვერ დაამარცხა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა I ქართველების „სლოვანმა“ ლუქსემბურგის ჩემპიონი ვერ დაამარცხა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი წარუმატებლად დაიწყო ბრატისლავის „სლოვანმა“, სადაც ორი ქართველი (ჯაბა კანკავა და გურამ კაშია) თამაშობს. სლოვაკეთის ჩემპიონმა ლუქსემბურგის „ესპერანჟი“ საკუთარ მოედანზე მიიღო და მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 1:1.

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა (45-ე წუთზე ყვითელი მიიღო) „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. მატჩი ბრატისლაველებისთვის ცუდად დაიწყო, 22-ე წუთზე სტუმრებმა პენალტი მოიპოვეს და დომინიკ შტოლცმა ლუქსემბურგელები დააწინაურა, მაგრამ სამ წუთში ვლადიმირ ვაისმა წონასწორობა საჯარიმო დარტყმით აღადგინა.

45+6-ე წუთზე, VAR-ზე მომენტის გადამოწმების შემდეგ, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ვიქტორ კოპიევსკიმ ჯიბიდან წითელი ბარათი ამოიღო და „სლოვანის“ ერთ-ერთ ლიდერს, იურაი კუცკას მოედანი დაატოვებინა, რამაც თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა.

63-ე წუთზე სტუმართა შემადგენლობაში გამოჩნდა ლადო ახალაია, რომელიც „დინამო თბილისისა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის შვილია. 21 წლის ფეხბურთელი მილანის „ინტერის“ მოთამაშე იყო და მოლდოვის მოქალაქეა. ახალაიამ შესვლისთანავე მომენტი შექმნა, მაგრამ ვერ გაიტანა. მალე კი კანკავას ისე ეუხეშა, ქართველი ნახევარმცველი კინაღამ შესაცვლელი გახდა. 83-ე წუთზე ახალაიამ ყვითელი ბარათი მიიღო.

საბოლოოდ მატჩი 1:1 დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას ბრატისლავის „სლოვანი“ „ესპერანჟთან“ 19 ივლისს ლუქსემბურგში გამართავს.