ჩემპიონთა ლიგა გრძელდება - ლეო მესის გუნდს „ბაიერნთან“ ურთულესი გამოცდა ელის
ჩემპიონთა ლიგა გრძელდება - ლეო მესის გუნდს „ბაიერნთან“ ურთულესი გამოცდა ელის

დღეს, 14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. კატალონიის „ბარსელონა“ მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება, მატჩი თბილისის დროით ღამის 11 საათზე დაიწყება.

 

23:00 ბარსელონა – ბაიერნი

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ბარსელონატერ-შტეგენი, პიკე, ალბა, სემედო, ლენგლე, ბუსკეტსი, სერხი რობერტო, რაკიტიჩი, დე იონგი,  მესი, სუარესი.

ბაიერნი: ნოიერი, ბოატენგი, ალაბა, დევისი, კიმიხი, გორეცკა, ალკანტარა, გნაბრი, მიულერი, ლევანდოვსკი, პერიშიჩი.

 

კიკე სეტიენი (ბარსას მწვრთნელი): „მიუნხენის „ბაიერნი“ ყოველმხრივ კარგად დაკომპლექტებული გუნდია, მათ კარგად შეუძლიათ პრესინგის თამაში, აქვთ ბევრი ვარიანტი შეტევაშიც და ორგანიზებულად იცავენ თავს. მაგრამ მათ კარგად იციან, რომ ჩვენ შეგვიძლია თამაშის მიმდინარეობისას ვაკონტროლოთ ბურთი და პრესინგიდან გამოსვლის შემთხვევაში დიდი ზიანი მივაყენოთ.“

ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნის მწვრთნელი): „ჩვენ არ შეგვიძლია შევადაროთ ერთმანეთს ლევანდოვსკი და მესი. ლევანდოვსკი არის უმაღლესი კლასის ცენტრფორვარდი, რომელსაც შეუძლია საგოლე მომენტების შექმნა და მათი რეალიზება. მესი ბოლო დროის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მას აქვს უნიკალური თვისებები, არ ვიცი, გამოჩნდება თუ არა მომავალში ვინმე მისი დონის. ჩვენ მოვიფიქრეთ, როგორ გავაჩეროთ მესი, მაგრამ ამის შესახებ აქ არ გეტყვით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მისი შეჩერება ჩვენ გუნდური თამაშით შეგვიძლია.“

 

დატოვე კომენტარი