ჩემპიონთა ლიგა დაიწყო | ხელბურთი
Valero Rivera during the match between FC Barcelona and Teukro, his last performance with the Catalan club’s shirt, on 20th May 2018 in Barcelona, Spain. — (Photo by Urbanandsport/NurPhoto via Getty Images)
ხელბურთში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, „ჩემპიონთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპი დაიწყო.
პირველ დღეს ოთხი შეხვედრა შედგა. ყველაზე დიდი ინტერესი მანჰაიმის „რაინ ნეკარისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრამ გამოიწვია. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 16:13 მოიგეს. მეორე ტაიმში გერმანელების უპირატესობა ექვს ბურთსაც აღწევდა. კატალონიელებმა სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა შეძლეს, მაგრამ უხვგოლიან შეხვედრაში საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ – 34:35. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, 10 ბურთის გამტანი ესპანელი გომესი გახდა.
მოახერხებს თუ არა ბოლო-ბოლო ჩემპიონთა ლიგის მოგებას პრაქტიკულად განუსაზღვრელი რესურსების მქონე „პსჟ“, ეს კითხვა ხელბურთში გაცილებით უფრო აქტუალურია ვიდრე ფეხბურთში. ფრანგებმა ტურნირი ზაპოროჟიეში, „მოტორის“ ძლევით დაიწყეს – 35:29. სტუმრებმა პირველი ტაიმის ბოლოს ხუთი ქულით გაქცევა შეძლეს და მატჩის ბედიც პირველივე ნახევარში გადაწყვიტეს. ძმებმა კარაბატიჩებმა მხოლოდ შვიდი ბურთი გაიტანეს, აბალომ – ხუთი. ყველაზე მეტი, რვა გოლი რემილის ანგარიშზეა. სამჯერ გატანა ლეგენდარულმა მეკარემ ომეიემაც შეძლო.
ბუქარესტის „დინამომ“ ნორვეგიულ „ელვერუმს“ 26:24 მოუგო და ბოლოს სენსაციურად, ფრედ 19:19 დასრულდა მატჩი ფინეთში „კოკსა“ და ესპანურ „ადემარს“ შორის.