ჩემპიონთა ლიგა | „ასტანის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისის“ მეტოქე ცნობილია #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | „ასტანის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისის“ მეტოქე ცნობილია #1TVSPORT

20 ივნისს უეფა-ს შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და „დინამო თბილისის“ მეტოქე გამოვლინდა – საქართველოს ჩემპიონი ევროტურნირებს ყაზახეთის „ასტანასთან“ მატჩით იწყებს.

დღეს კი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ თუ „დინამო თბილისი“ „ასტანის“ ბარიერს წარმატებით დაძლევს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი მეტოქე ზაგრების „დინამო“ იქნება. ამ წყვილის პირველი შეხვედრა ზაგრებში გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 25-26 ივლისს გაიმართება, საპასუხო კი – 1-2 აგვისტოს.