ჩემპიონთა ლიგა | „ასტანა“-„დინამო თბილისი“ - სასტარტო შემადგენლობები ცნობილია #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | „ასტანა“-„დინამო თბილისი“ - სასტარტო შემადგენლობები ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“ დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ყაზახეთის ჩემპიონს, „ასტანას“ სტუმრად ეთამაშება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გუნდების სასტარტო შემადგენლობები ცნობილია:

„ასტანა“: ჩონდრიჩი, აროიანი, ბაისებეკოვი, ამანოვიჩი, გაბისევი, იოვანჩიჩი, ებონგი, ვოროგოვსკი, ტომასოვი, აიმბეტოვი, ოურეგა.

მწვრთნელი: გრიგორ ბაბაიანი.

„დინამო თბილისი“: ლორია, მალი, მარგველაშვილი, ტაბიძე, კობოური, ხარაიშვილი, ოსეი ბარნსი, სიგუა, იმრანი, კამარა, სხირტალაძე.

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.

არბიტრი: კრისტიან-პეტრუ ჩოკირკა.