ჩემპიონთა ლიგა | ანჩელოტი - ლემპარდმა იცის, გუნდი ასეთი მატჩისთვის როგორ უნდა მოამზადოს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | ანჩელოტი - ლემპარდმა იცის, გუნდი ასეთი მატჩისთვის როგორ უნდა მოამზადოს #1TVSPORT

კარლო ანჩელოტიმ „ჩელსის“ ახლად დანიშნული მწვრთნელის, ფრენკ ლემპარდის შესახებ ისაუბრა, რომლის შეგირდებსაც მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში ხვალ დაუპირისპირდებიან.

„მწვრთნელობის ჩემზე ნაკლები გამოცდილება აქვს? არ მგონია, რომ ჩემი გამოცდილება ხვალინდელ მატჩზე დიდ გავლენას მოახდენს. ლემპარდი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ვწვრთნიდი.

ფრენკი კარგად ერკვევა ასეთი მაღალი დონის თამაშებში და იცის, როგორ უნდა მოამზადოს გუნდი. ის სულ ერთი კვირაა, რაც „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თავის სათქმელს იტყვის“, – განაცხადა ანჩელოტიმ.