ჩემპიონთა ლიგა 2026-27 | პლეიოფის განმეორებითი მატჩების შედეგები #1TVSPORT
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეიოფი და გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის ყველა მონაწილე.
„საბაჰი“ გახდა მეორე აზერბაიჯანული გუნდი ისტორიაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. ეს გუნდი მხოლოდ ცხრა წლის წინ დააარსდა.
პლეიოფი გადალახა ორმა ნორვეგიულმა კლუბმა, ხოლო საფრანგეთს ძირითად ეტაპზე მხოლოდ სამი გუნდი ეყოლება, რადგან „ლიონმა“ წააგო ორრაუნდიანი დაპირისპირება თურქულ „ფენერბახჩესთან“.
ჩემპიონთა გზა
აეკ (საბ)-ლევსკი (ბულ) 4:0 (0:0)
ლასკ (ავს)-სელტიკი (შოტ) 5:1 დ.დ. (0:3)
ვიკინგი (ნორ)-დინამო (ხორ) 3:1 (2:2)
ცელიე (სლოვენ)-სლოვანი (სლოვაკ) 1:2 (1:1)
საბაჰი (აზე)-ჰაპოელი (ბ-შ, ისრ) 5:2 დ.დ. (1:2)
ლიგის გზა
ლიონი (საფ)-ფენერბახჩე (თურ) 1:2 (1:1)
ბოდო გლიმტი (ნორ)-ნიიმეგენი (ნიდ) 3:0 (3:1)