ჩემპიონთა ლიგა 2026-27, II ტური | „რეალმა“ 83-ე წუთიდან სამი გოლი გაიტანა და „რომა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“, ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, სტუმრად დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „რომა“.
პირველ ტაიმში გუნდებმა ხუთი წუთის ინტერვალით გოლები გაცვალეს – მარტენ დე როონის გოლს კილიან მბაპემ უპასუხა. ფრანგისთვის ეს იყო 72-ე გოლი ჩემპიონთა ლიგაზე.
51-ე და 58-ე წუთებზე დონიელ მალენმა დუბლი შეასრულა და „რომას“ ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა, მაგრამ მატჩის ბოლო 10 წუთში „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში „მინუს ორიდან“ სტუმრად ყველაზე სწრაფი ქამბექი შეასრულა – 83-ე წუთზე კარლოს ესპიმ შეამცირა სხვაობა, ორ წუთში ენდრიკმა გაათანაბრა, ხოლო 90-ე წუთზე მადრიდელებს გამარჯვება ანტონიო რიუდიგერმა მოუტანა.
რომა-რეალი 3:4
გოლები: 1:0 დე როონი (20), 1:1 მბაპე (25), 2:1 მალენი (51), 3:1 მალენი (57), 3:2 ესპი (82), 3:3 ენდრიკი (85), 3:4 რიუდიგერი (90)