ჩემპიონთა ლიგა 2026-27, II ტური | „ასტონ ვილამ“ ედერსონს ექვსი გოლი გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

01:35, 15.10.2026

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ასტონ ვილამ“ შთამბეჭდავ გამარჯვებას მიაღწია საკუთარ მოედანზე „ფენერბახჩეს“ წინააღმდეგ. ბირმინგემელებმა „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მეკარის, ედერსონის კარში ექვსი უპასუხო გოლი გაიტანეს.

დუბლი შეასრულეს ნიკოლას ჯექსონმა და როს ბარკლიმ, ხოლო თითო გოლი გაიტანეს იოჰან მანზამბიმ და ტემი აბრაჰამმა.

„ასტონ ვილა“ ერთ-ერთია იმ ცხრა გუნდიდან, რომლებიც უდანაკარგოდ ლიდერობენ ძირითად ეტაპზე ორი ტურის შემდეგ.

 

ასტონ ვილა-ფენერბახჩე           6:0

გოლები: 1:0 მანზამბი (12), 2:0 ჯექსონი (31), 3:0 ჯექსონი (39), 4:0 ბარკლი (68-პენ), 5:0 ბარკლი (72), 6:0 აბრაჰამი (90)

ცხრილი იტვირთება…

მსგავსი