ჩემპიონშიფში საფეხბურთო მატჩი რაგბის შეხვედრას დაემსგავსა [ვიდეო]
„შეფილდ უენსდისა“ და „მიდლსბროს“ შორის „ჩემპიონშიფის“ მატჩის ბოლოს, სტუმრების კართან მომენტი შეიქმნა, რომელიც რაგბის უფრო მიესადაგებოდა, ვიდრე ფეხბურთს.
„უენსდი“, რომელიც 1:2-ს აგებდა, გოლის გატანას ცდილობდა, მაგრამ ბურთი „მიდლსბროს“ ფეხბურთელმა ფეხებს შორის გააჩერა და საკუთარ კარში არ გაუშვა. ბურთთან ორივე გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელი მივიდა და წარმოიშვა მოლი, რომელიც რაგბის თამაშს ჰგავდა.
„მიდლსბრომ“ მატჩი 2:1 მოიგო და 25 ქულით „ჩემპიონშიფის“ ლიდერია.
Bodies on the line and, er, @Clayts15 propping up the ruck at the back 😂 #UTB pic.twitter.com/4U8UH5h5X9
— Middlesbrough FC (@Boro) October 20, 2018