„ჩემპიონშიფი“ 20 ივნისს განახლდება
„ჩემპიონშიფი“ 20 ივნისს განახლდება

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ რანგით მეორე დივიზიონის, „ჩემპიონშიფის“ განახლების თარიღი დაასახელა: პირველი შეხვედრები 20 და 21 ივნისს უსაფრთხოების ყველა დაცვით და სამთავრობო ინსტრუქციების გათვალისწინებით გაიმართება.

ასოციაცია სეზონის დამთავრებას პლეიოფის ფინალით 30 ივლისისთვის გეგმავს, რადგან პრემიერლიგაც ამ ვადებში უნდა ჩაეტიოს. კლუბებს უფლება მიეცემათ, შეხვედრისთვის განაცხადში 20 ფეხბურთელი შეიყვანონ, და არა 18, როგორც ეს ადრე იყო.

ასევე მათ ექნებათ ხუთი მოთამაშის შეცვლის შესაძლებლობა.