ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ - „სამგურალმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ - „სამგურალმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდმა ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო. წყალტუბოელები ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით 26 მაისის სახელობის სტადიონზე შეიკრიბნენ და პირველი ვარჯიში გამართეს.

გუნდი ორჯერად წვრთნებზე გადადის. 15 იანვარს ორმხრივი მატჩია დაგეგმილი, 22 იანვარს კი „სამგურალი“ ამხანაგურ შეხვედრაში მარტვილის „მერანს“ დაუპირისპირდება.

იანვრის ბოლოს მეორე საკონტროლო მატჩიც იგეგმება. 3 თებერვალს გუნდი ორკვირიან შეკრებაზე ანტალიაში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. საკონტროლო მატჩების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„დღეს პირველი ვარჯიში ჩავატარეთ. გუნდში კარგი კონტიგენტია შეკრებილი. კლუბის ხელმძღვანელობას ამბიციური გეგმები აქვს, მოსამზადებელ ეტაპს მაქსიმალურად გამოვიყენებთ და ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ“, – განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ.