ჩემპიონატის შეჩერების გამო ესპანური კლუბები 678 მილიონ ევროს იზარალებენ
ჩემპიონატის შეჩერების გამო ესპანური კლუბები 678 მილიონ ევროს იზარალებენ

ესპანეთის ჩემპიონატის კორონავირუსის მიზეზით სრული შეჩერების გამო, კლუბები 678,4 მილიონი ევროთი დაზარალდებიან, იტყობინება გამოცემა „მუნდო დეპორტივო“.

ესპანური კლუბები ტელეტრანსლიაციებიდან 549 მილიონს დაკარგავენ, აბონიმენტებიდან – 88 მილიონს, 41,4 მილიონს კი ლა ლიგის და სეგუნდას მატჩებიდან გაყიდული ბილეთებიდან იზარალებენ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში შეხვედრები ჯერჯერობით ორი ტურით გადაიდო, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციაში დარწმუნებულები არ არიან, რომ მიმდინარე სეზონის ლა ლიგის მატჩების გაგრძელებას შეძლებენ.