„ჩელსისთან“ ფინალის შემდეგ L’Équipe-მა პსჟ-ის ფეხბურთელები ძალიან დაბალი ქულებით შეაფასა #1TVSPORT
„ჩელსისთან“ ფინალის შემდეგ L’Équipe-მა პსჟ-ის ფეხბურთელები ძალიან დაბალი ქულებით შეაფასა #1TVSPORT

ყველაზე ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ჩელსის“ ფეხბურთელები 10-ბალიანი სისტემით შეაფასა.

ფინალში ლონდონურმა კლუბმა 3:0 დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი.

პარიზელთა რიგებში ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღეს ნუნუ მენდეშმა, ლუკას ბერალდომ, ჟოაო ნევეშმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და უსმან დემბელემ – 2. 3 ბალით შეაფასეს დეზირე დუეს, ფაბიან რუისისა და ვიტინიას თამაში. 4 ბალი მიიღეს მარკინიოსმა და ჯანლუიჯი დონარუმამ. ყველაზე მაღალი შეფასება აშრაფ ჰაკიმის ჰქონდა – 5.

„ჩელსის“ ფეხბურთელებმა ასეთი შეფასებები დაიმსახურეს:

9 – კოულ პალმერი;

8 – რობერტ სანჩესი, მალო გუსტო;

7 – რის ჯეიმსი, მოისეს კაისედო, ჟოაო პედრო;

6 – ლივაი კოლვილი, ტრევო ჩალობა, ენცო ფერნანდესი, პედრო ნეტო;

5 – მარკ კუკურელია.

„ჩელსის“ მწვრთნელმა ენცო მარესკამ, პალმერის მსგავსად ,9 ბალი მიიღო, პსჟ-ის დამრიგებელმა ლუის ენრიკემ – 3. შეხვედრის მთავარ არბიტრს, ალირეზა ფაგანის L’Équipe-მა „ხუთიანი“ დაუწერა.