ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ოსკარმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„ჩელსისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი 2025 წელს „სან პაულუში“ დაბრუნდა, სადაც იწყებდა კარიერას. დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ოსკარი ფეხბურთიდან წავიდოდა.
კარიერის იძულებით დასრულების შესახებ საუბრისას 34 წლის ფეხბურთელმა გაიხსენა, როგორ დაკარგა გონება ნოემბერში: „გული ორწუთ-ნახევრით გამიჩერდა. ეს ნამდვილი შოკი იყო. დღეს ამაზე იოლია ლაპარაკი, მაგრამ მაშინ ჩემი არტერიული წნევა ეცემოდა, გული გაჩერდა, ჩემი გადარჩენა მოუწიათ“.
ოსკარს კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს ბრაზილიის, ინგლისისა და ჩინეთის ჩემპიონატები, ასევე იყო ევროპის ლიგისა და კონფერენციის ლიგის გამარჯვებული.