„ჩელსის“ ოფიციალური განცხადება ჯორჯ ფლოიდის საქმესთან დაკავშირებით
„ჩელსის“ ოფიციალური განცხადება ჯორჯ ფლოიდის საქმესთან დაკავშირებით

ლონდონის „ჩელსიმ“ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

„ჩვენი კლუბი ჯორჯ ფლოიდისა და ყველა იმ ადამიანის გვერდით დგას, ვინც დისკრიმინაციის, სისასტიკისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში მსხვერპლად იქცა. „ჩელსი“ უერთდება ყველას, ვინც მოუწოდებს სამართლიანობისკენ, თანასწორობისკენ და მნიშვნელოვანი ცვლილებებისკენ. საკმარისია. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, – ნათქვამია ლონდონური კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს, მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში, აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შედეგად გარდაიცვალა. ამან მომდევნო დღეებში ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში მასობრივი გამოსვლები და არეულობები გამოიწვია.