„ჩელსის“ ნეიმარის 2023 წელს გაფორმება სურს #1TVSPORT
„ჩელსის“ ნეიმარის 2023 წელს გაფორმება სურს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი შეიძლება „ჩელსიში“ გადავიდეს.

ლონდონური კლუბი მზად არის გაიფორმოს ბრაზილიელი, – იტყობინება ესპანური გაზეთი El Pais. „ჩელსი“ ჯერ კიდევ ამ ზაფხულს იყო დაინტერესებული ამ ტრანსფერით, მაგრამ მაშინ მოლაპარაკება ვერ შეძლო.

„ჩელსი“ აპირებს ბრაზილიელის 2023 წლის ზაფხულში შეძენას და მზად არის ფეხბურთელს წელიწადში 40 მილიონი ევრო გადაუხადოს – ეს ის თანხაა, რომელსაც ფორვარდი დღეს „პარი სენ-ჟერმენში“ გამოიმუშავებს.

ნეიმარმა ამ სეზონში ლიგა 1-ის 11 მატჩშ ცხრა გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.