ჩელსის ნახევარმცველი პოლიციამ დააკავა
ჩელსის ნახევარმცველი პოლიციამ დააკავა

ლონდონის ჩელსის ნახევარმცველი დენიელ დრინკუოტერი პოლიციამ დააკავა. ის დაპატიმრებულია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობისთვის და მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის.
გაზეთ სანის (The Sun) ინფორმაციით, 29 წლის დრინკუოტერი სხვის მანქანას შეეჯახა და მცირე დაზიანებები მიიღო. ასევე მსუბუქად დაშავდა ფეხბურთელის თანხმლები ქალი და მეორე მანქანის მძღოლი. ამ მომენტისთვის, დრინკუოტერი დაკავებულია, პოლიცია კი არკვევს ინციდენტის დამატებით ფაქტებს.

„ყველაფრის საქმის კურსში ვართ, მაგრამ ყველა ფაქტი დასადგენია, ამიტომაც კომენტარს არ ვაკეთებთ“, – წერია ჩელსის ოფიციალურ განცხადებაში.

ორშაბათს, ჩელსისა და ვესტ ჰემს შორის მატჩის განაცხადში დრინკუოტერი არ ფიგურირებდა.