„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი - ხვიჩა კვარაცხელია უმაღლესი დონის ფეხბურთელია #1TVSPORT
„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი - ხვიჩა კვარაცხელია უმაღლესი დონის ფეხბურთელია #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლიამ როსენიორმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ინგლისური გუნდი „პარი სენ-ჟერმენთან“ დამარცხდა.

„პსჟ-ს დიდი პატივისცემა ეკუთვნის. ორივე შეხვედრაში ბურთს უმაღლეს დონეზე აკონტროლებდნენ და თამაშს მართავდნენ, ისინი დამსახურებულად გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.

ფეხბურთი დეტალებზეა დამოკიდებული – თუ მეტოქეს საშუალებას მისცემ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს, შემდეგ მისი შეჩერება ძალიან რთულია. თავიდან კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ შემდეგ შეცდომა დავუშვით. მამადუ სარი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეა, თუმცა ასეთ მომენტებზე უნდა გაიზარდოს. ხვიჩა კვარაცხელია უმაღლესი დონის ფეხბურთელია, ის ასეთ შეცდომებს არ გაპატიებს“, – აღნიშნა როსენიორმა,

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „ლივერპულსა“ და „გალათასარაის“ შორის გამარჯვებული იქნება.