„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ენცო მარესკა - „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩისთვის ისე ვემზადებით, როგორც სხვა დროს, სხვა გუნდებთან შეხვედრებისთვის #1TVSPORT
„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ენცო მარესკა - „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩისთვის ისე ვემზადებით, როგორც სხვა დროს, სხვა გუნდებთან შეხვედრებისთვის #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ „პარი სენ-ჟერმენთან“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა.

„გვიხარია, რომ აქ ვართ. აშშ-ში ერთი თვის წინ ჩამოვედით. მაშინ ტურნირზე 32 გუნდი იყო. შემდეგ დარჩა 16, მერე რვა, ოთხი და ახლა – მხოლოდ ორი. ამიტომაც განსაკუთრებულად სასიამოვნოა ფინალში ყოფნა.

„ჩვენთვის არაფერი იცვლება. „პარი სენ-ჟერმენთან“ შეხვედრისთვის ისე ვემზადებით, როგორც ამას სხვა დროს, სხვა გუნდებთან მატჩებისთვის ვაკეთებთ. ვცდილობ, ფეხბურთელებს საჭირო ინფორმაცია მივაწოდო იმაზე, როგორ უნდა ვიმოქმედოთ და სარგებელი მივიღოთ.

„პარი სენ-ჟერმენთან“ შეხვედრისთვის ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც ამას „ფლუმინენსესთან“ ნახევარფინალური მატჩისთვის ვაკეთებდით. ჩემთვის მეტოქის სახელი და სტატუსი არაფერს ცვლის. ერთი მიზანი გვაქვს – სწორად მოვემზადოთ და მოედანზე მაქსიმუმი გავიღოთ“, – განაცხადა მარესკამ.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და ლონდონის „ჩელსის“ ფინალური მატჩი 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.