ჩელსის მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრის გამოყენება აეკრძალა
ჩელსის მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრის გამოყენება აეკრძალა

18-წლამდე ასაკის ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმების წესების დარღვევისთვის, ლონდონის ჩელსის მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრის გამოყენება აეკრძალა.

დამატებით, ლონდონელებს 600 000 შვეიცარიული ფრანკის გადახდა მოუწევთ, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისთვის დაკისრებული ჯარიმა კი 510 000 ფრანკს შეადგენს.

აკრძალვა არ შეეხება ფეხბურთელების გუნდიდან გაშვებას, ქალთა გუნდებსა და ფუტზალის კლუბებს.