„ჩელსის“ ლუნინი აინტერესებს, უკრაინელი მზადაა პრემიერლიგაში გადასვლისთვის #1TVSPORT
„ჩელსის“ ლუნინი აინტერესებს, უკრაინელი მზადაა პრემიერლიგაში გადასვლისთვის #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ანდრეი ლუნინმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო სეზონის შემდეგ „სამეფო კლუბიდან“ წასვლის შესახებ. ამ ნაბიჯის მიზანი მეტი სათამაშო დროის მიღებაა. 26 წლის ფეხბურთელით დაინტერესებულია „ჩელსი“, რომელიც ეჭვის თვალით უყურებს თავისი ამჟამინდელი მეკარეების დონეს. ეს ინფორმაცია გამოცემა El Nacional-მა გაავრცელა.

წყაროს ცნობით, ლუნინს ძალიან ხიბლავს ლონდონურ კლუბში გადასვლის პერსპექტივა და უკვე კონცენტრირებულია ინგლისის დედაქალაქში გადასვლაზე.

ამ სეზონში უკრაინელმა ყველა ტურნირზე სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და რვა გოლი გაუშვა.