„ჩელსის“ კვარაცხელიას დამატება სურს, მაგრამ „ნაპოლი“ ქართველის გაშვებას არ აპირებს #1TVSPORT
„ჩელსის“ კვარაცხელიას დამატება სურს, მაგრამ „ნაპოლი“ ქართველის გაშვებას არ აპირებს #1TVSPORT

„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარცხელიას ტრანსფერის თაობაზე მტკიცე პოზიცია დააფიქსირა და მსურველები უარით გაისტუმრა – ინფორმაციას გამოცემა Fichajes.com-ი ავრცელებს.

„ლონდონის „ჩელსი“ „ნაპოლის“ ერთ-ერთ ვარსკვლავს აკვირდება. ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულს შეტევის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი. ლონდონელების სურვილი ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაა, რომლის გავლენა „ნაპოლის“ თამაშზე წინა სეზონში (განსაკუთრებით სერია A-ში) შთამბეჭდავი იყო.

ჟურნალისტ რუდი გალეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონმა ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია დაიკავა – „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უარს ამბობს ნებისმიერ წინადადებაზე, რომელიც კვარაცხელიას ტრანსფერს ეხება.

საქართველოს ნაკრების გარემარბმა სახელი გაითქვა თავისი მაღალი კლასით, რომელსაც ბურთის ფლობისა და დრიბლინგის დროს ყოველთვის ავლენს. „ნაპოლისთან“ მის კონტრაქტს, რომელიც 100 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ვადა 2027 წელს ეწურება. ასე რომ, „ჩელსის“ შეტევის გასაძლიერებლად, სავარაუდოდ, სხვა ვარიანტების მოძებნა მოუწევს“.