„ჩელსის“ ხელმძღვანელობამ ტუხელი გაათავისუფლა #1TVSPORT
„ჩელსის“ ხელმძღვანელობამ ტუხელი გაათავისუფლა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგაზე ზაგრების „დინამოსთან“ (0:1) წაგების შემდეგ, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ტუხელს „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაეტოვებინა.

„100 დღეა, რაც კლუბი ახალმა ხელმძღვანელებმა ჩაიბარეს. ჩვენ გნვაგრძობთ რთულ საქმეს, რათა გუნდის წინსვლა არ შეცჩერდეს და მიგვაჩნია, რომ ზუსტად ახლა არის ცვლილებებისთვის შესაფერისი მომენტი. სამწვრთნელო შტაბი კვლავ განაგრძობს გუნდის მომზადებას, სანამ მენეჯმენტი ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს“, – ნათქვამია „ჩელსის“ ოფიციალურ განცხადებაში.

გერმანელმა სპეციალისტმა ლონდონური კლუბი 2021 წელს ჩაიბარა და ამ პერიოდის განმავლობაში მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.