„ჩელსის“ კაპიტანი რის ჯეიმსი ტრავმის გამო 2027 წლამდე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანი რის ჯეიმსი ტრავმის გამო დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს და მოედანზე დაბრუნებას, სავარაუდოდ, 2027 წლის იანვარში შეძლებს, – ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
26 წლის ინგლისელმა მცველმა მუხლის ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო, რის გამოც პრემიერლიგის ბოლო ტურში „ბორნმუთთან“ (5:1) შეხვედრა გამოტოვა.
დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ ფეხბურთელისთვის ოპერაციის ჩატარება გადაწყდა. „ჩელსის“ ოფიციალური განცხადების თანახმად, ჯეიმსმა მუხლზე მცირე ქირურგიული ჩარევა წარმატებით გადაიტანა და რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაიწყო.
ლონდონურ კლუბს ფეხბურთელის დაბრუნების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, „ჩელსი“ ჯეიმსის გამოჯანმრთელების პროცესს არ დააჩქარებს.
შესაბამისად, გუნდის კაპიტანი პრემიერლიგაში რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამოტოვებს, მათ შორის „ტოტენჰემთან“, „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩებს.