„ჩელსის“ ჰოლანდიელი ტალანტი უეფას 2018 წლის საუკეთესო ბომბარდირია
„ჩელსის“ ჰოლანდიელი ტალანტი უეფას 2018 წლის საუკეთესო ბომბარდირია

უეფამ გამოაცხადა 2018 წლის საუკეთესო ბომბარდირის ვინაობა იმ ტურნირებზე, რომელიც ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდა. გამარჯვებული გახდა

„ჩელსის“ ჰოლანდიელი ფორვარდი დაიშონ რედანი, რომელმაც ამ კალენდარულ წელს 19 გოლი დააგროვა.
რედანმა, რომელსაც თებერვალში შეუსრულდა 17 წელი, რვა გოლი უეფას იუნიორთა ლიგაში გაიტანა, ხუთი გოლი – ჰოლანდიის U19 ნაკრებში და ექვსი – ჰოლანდიის U17 ნაკრებში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

მეორე ადგილზე კიდევ ერთი ჰოლანდიელი – „აიაქსის“ ფორვარდი ნიკიტა ტრომპია. მან ევროპის U17 ჩემპიონატის რანგში 15 გოლი გაიტანა.

უეფას ტურნირების საუკეთესო ბომბარდირები 2018 წელს:

დაიშონ რედანი (ჩელსი/ჰოლანდია) – 19
ნიკიტა ტრომპი (აიაქსი/ჰოლანდია) – 15
ედინ ჯეკო (რომა/ბოსნია) -13
ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო/საფრანგეთი) -12
მუნას დაბური (ზალცბურგი) – 12
მიხალ კუბიკი (რეკორდი/პოლონეთი) – 11
რომეე ლეჰტერი (ჰოლანდია) – 11
ტროი პეროტი (ტოტენჰემი/ირლანდია) -11