„ჩელსის“ გასახდელში როსენიორის მთავარი კრიტიკოსი ენცო ფერნანდესია (AS) #1TVSPORT
„ჩელსის“ გასახდელში როსენიორის მთავარი კრიტიკოსი ენცო ფერნანდესია (AS) #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ გასახდელში იზრდება კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ უკმაყოფილება მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ენცო მარესკას დათხოვნისა და ლიამ როსენიორის ხელმძღვანელობით მიმდინარე შედეგების გამო. ამის შესახებ წერს გაზეთი AS-ი.

წყაროს ცნობით, არგენტინელი ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი სხვებზე ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას შექმნილი სიტუაციის გამო. გარდა ამისა, ლონდონური კლუბის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი განიხილავს კარიერის სხვა კლუბებში გაგრძელების ვარიანტებს.

გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული, „ჩელსის“ ხელმძღვანელობა ცდილობს კონტრაქტის გაგრძელებას ნახევარმცველთან, რადგან მას საკლუბო პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს, მაგრამ ამ მომენტისთვის მათ მონდომებას წარმატება არ მოჰყოლია.

ამ სეზონში ფერნანდესმა ყველა ტურნირზე 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. არგენტინელთან მოქმედი კონტრაქტი 2032 წლის ზაფხულამდეა ძალაში.