„ჩელსის“ ფორვარდი კარანტინის დარღვევისთვის დააპატიმრეს
„ჩელსის“ ფორვარდი კარანტინის დარღვევისთვის დააპატიმრეს

„ჩელსის“ ფორვარდი კალუმ ჰადსონ-ოდოი ბრიტანელმა სამართალდამცავებმა დააპატიმრეს კარანტინის დარღვევის გამო, – დაწერა გაზეთმა „სანმა“.

ფეხბურთელი თავის პენტჰაუსში შეხვდა მოდელს, რომელიც ინტერნეტით გაიცნო. ფორვარდი კვირას დილით დააკავეს მას შემდეგ, რაც გოგონამ სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახა. მოდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ფეხბურთელი კი ადგილზე დააკავეს. გაზეთში მითითებული არ არის, რატომ გახდა გოგონა ცუდად.

12 მარტს კალუმ ჰადსონ-ოდოის კორნავირუსი დაუდგინდა. მოგვიანებით, მან გამოაცხადა, რომ სრულად განიკურნა ვირუსისგან.