„ჩელსის“ ფეხბურთელები აბრაჰამი, პულიშიჩი, მაუნტი და ტომორი კორონავირუსის გამო, თვითიზოლაციაში არიან
„ჩელსის“ ფეხბურთელები აბრაჰამი, პულიშიჩი, მაუნტი და ტომორი კორონავირუსის გამო, თვითიზოლაციაში არიან

ლონდონის „ჩელსიში“ კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.

გაზეთ „სანის“ ინფორმაციით, დადებითი ტესტი კორონავირუსზე ფორვარდმა ტამი აბრაჰამმა, ნახევარმცველებმა მეისონ მაუნტმა და კრისტიან პულიშიჩმა, აგრეთვე, მცველმა ფიკაიო ტომორიმ ჩააბარეს. ოთხივენი სეზონის შემდეგ საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე ისვენებდნენ.

„ჩელსიში“ უკვე დაადასტურეს კლუბში კორონავირუსის შემთხვევები, თუმცა, ფეხბურთელთა გვარები არ დაუკონკრეტებიათ. დაავადებულები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ინგლისის ჩემპიონატში ახალი სეზონის სტარტი 12 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ კუნძულ მაკინოსზე ისვენებდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ჰარი მაგუაირი, რომელიც სკანდალში გაეხვა – ჯერ იჩხუბა, შემდეგ კი პოლიციას დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია. ამის გამო, ინგლისელ ფეხბურთელს 21-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს და ინგლისის ნაკრებიდან გარიცხეს.

დატოვე კომენტარი