„ჩელსის“ და „რეალს“ ახალი მეკარეები ჰყავთ - 8 აგვისტო სატრანსფერო ბაზარზე
„ჩელსის“ და „რეალს“ ახალი მეკარეები ჰყავთ - 8 აგვისტო სატრანსფერო ბაზარზე

დღის მთავარი ტრანსფერები:
– „ბილბაოს“ მეკარე კეპა არისაბალაგა კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს. ლონდონურმა კლუბმა 23 წლის ესპანელთან შვიდწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კეპა გახდა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე და ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი – მასში „ჩელსიმ“ 80 მილიონი ევრო გადაიხადა.
– „რეალის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა, რომ მეკარე ტიბო კურტუა მადრიდური კლუბის წევრი გახდა. RMC Sport-ის ცნობით, „ჩელსი“ 35 მილიონ ევროს მიიღებს და ბელგიელი მადრიდში, წელიწადში 7 მილიონს გამოიმუშავებს. საპირისპირო მიმართულებით – „რეალიდან„ “ჩელსიში“ გაემგზავრა მატეო კოვაჩიჩი.

დღის სხვა ამბები:
– „სან პაულუს“ მცველი ედერ მილიტაო 4 მილიონ ევროდ „პორტუში“ გადავიდა.
– „ვესტ ჰემის“ ფორვარდი ჯორდან ჰაგილი ერთწლიანი იჯარით გადავიდა „მიდლსბროში“.
– 21 წლის ნახევარმცველი ტომა ბაშიჩიჰაიდუკიდან“ „ბორდოში“ გადავიდა. ხორვატმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
– „ინტერის“ რუმინელი ფორვარდი ჯორჯე პუშკაში “პალერმოს” ფეხბურთელი გახდა. კონტრაქტი ოთხწლიანია.
– ფინელმა ფორვარდმა იოელ პოიანპალომ  „ლევერკუზენთან“კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.
– 19 წლის პორტუგალიელი ფორვარდი რაფაელ ლეაოსპორტინგიდან“ „ლილში“ გადავიდა და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
– „ბენფიკას“ მცველი ლისანდრო ლოპესი „ჯენოას” ფეხბურთელი გახდა.
– კალუმ ჩემბერსი „არსენალიდან“ „ფულჰემში“ გადავიდა ერთწლიანი იჯარით.
– „დერბის“ ჩეხი ფორვარდი მაცეი ვიდრაბარნლიში“ გადავიდა. გასულ სეზონში მან ჩემპიონშიფში 21 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
– „მიდლსბროს“ გარემარბი ადამა ტრაორევულვერჰემპტონის“ ფეხბურთელი გახდა.
– „ნაპოლიმ“„ლილის“ მცველი კევინ მალკუი შეიძინა, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო.