„ჩელსის“ ახალგაზრდა ვარსკვლავმა კაშია გაიხსენა - მისი სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავდა
„ჩელსის“ ახალგაზრდა ვარსკვლავმა კაშია გაიხსენა - მისი სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავდა

„ჩელსის“ 21 წლის ნახევარმცველმა, მეისონ მაუნტმა ინგლისურ გამოცემა „დეილი მეილისთან“ ინტერვიუში გურამ კაშია ახსენა.

საქართველოს ნაკრების მცველი არნემის „ვიტესის“ კაპიტანი იყო 2017 წელს, როდესაც გუნდში 18 წლის ინგლისელი ნახევარმცველი „ჩელსიდან” იჯარით დაიმატეს. კაშიას მაუნტი განსაკუთრებით დაამახსოვრდა. „ეს ბიჭი შესანიშნავი ფეხბურთელია. მე „ჩელსის“ ბევრი ნიჭიერი მოთამაშე მინახავს წლების მანძილზე, მაგრამ მეისონი საუკეთესოა,“ – განაცხადა მან.

მაუნტი იხსენებს, რომ „ვიტესის“ ქართველი კაპიტანის სიტყვები, მისთვის ბევრს ნიშნავდა.

„გასახდელში შევედი, სადაც დიდი ფიგურები იდგნენ, რომლებსაც ფეხბურთში ბევრი რამ გაეკეთებინათ. მე უბრალოდ ბავშვი ვიყავი და ეს გამოცდა იყო. ყველას ხელი ჩამოვართვი და სწორედ ამ დროს, კაშიამ მითხრა, რასაც ფიქრობდა – „ვერ დავიჯერე, როდესაც კონტრაქტი გაგიფორმეს. შენ ძალიან პატარა იყავი და დაკარგულად გამოიყურებოდი“. მე ალბათ შეშინებული, პატარა, ახალგაზრდა და პატარა ვჩანდი და ეს ასეც იყო. შემდეგ კი 14 გოლი გავიტანე და გულშემატკივრებმა წლის მოთამაშედ დამასახელეს. ფაქტი, რომ კაშიამ ასეთი სიტყვები მითხრა, ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. მე ერთი კონკრეტული ბრძოლა მოვიგე“, – ამბობს ინტერვიუში მეისონ მაუნტი.

მეისონ მაუნტი „ჩელსიმ“ 2019 წელს დაიბრუნა, მიმდინარე სეზონში გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და 23 შეხვედრაში ხუთი გოლით გაიტანა.

დატოვე კომენტარი