„ჩელსიმ“ თავისი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა
„ჩელსიმ“ თავისი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა

ლონდონის „ჩელსიმ“ გამოაცხადა თანხის ოდენობა, რომლის სანაცვლოდაც მზად არის, გამოეთხოვოს თავის საყრდენ ნახევარმცველს ნ’გოლო კანტეს.

გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, „ჩელსი“ 29 წლის ფრანგ ფეხბურთელს გაყიდის იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლუბი მის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს შესთავაზებს.

ამ დღეებში, კანტეს მიმართ დაინტერესება გამოთქვეს „იუვენტუსმა“ და „პარი სენ-ჟერმენმა“.

აღვნიშნავთ, რომ კანტეს კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდეა ძალაში. ზოგიერთი მონაცემით, ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია გუნდში – კვირაში 290 ათას ფუნტს გამოიმუშავებს.

მიმდინარე სეზონში კანტემ 22 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.