„ჩელსიმ“ საფრანგეთის ნაკრების მცველი მაქსენს ლაკრუა 52 მილიონ ფუნტად შეიძინა #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსიმ“ „კრისტალ პალასთან“ საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველის, მაქსენს ლაკრუას ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, „ჩელსი“ 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „კრისტალ პალასს“ 52 მილიონ ფუნტს გადაუხდის, ხოლო ხელშეკრულებას მასთან 2032 წლის ივნისის ჩათვლით გააფორმებს.
ლაკრუა „კრისტალ პალასის“ რიგებში 2024 წლიდან ირიცხება, ხოლო საფრანგეთის ეროვნული გუნდის რიგებში დებიუტი 2026 წელს ჰქონდა და შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
🚨🔵 Maxence Lacroix to Chelsea, here we go! Agreement in place with official bid accepted by Crystal Palace.
Broad terms in place last night and medical ongoing in London for the CB.
£52m transfer fee. Axel Disasi not included in the deal.
Lacroix signs until June 2032. pic.twitter.com/hDwEjyQqam
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 24, 2026