„ჩელსიმ“ საფრანგეთის ნაკრების მცველი გაიფორმა #1TVSPORT

13:22, 30.07.2026

ლონდონის „ჩელსიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ „კრისტალ პალასისა“ და საფრანგეთის ნაკრების ცენტრალურ მცველთან, მაქსენს ლაკრუასთან. 26 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან 2032 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება.

გასულ სეზონში ლაკრუამ ყველა ტურნირზე 55 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. პორტალ Transfermarkt-ის ინფორმაციით, ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი