„ჩელსიმ“ „რენიდან“ სენეგალელი მეკარის ყიდვა დაადასტურა
„ჩელსიმ“ „რენიდან“ სენეგალელი მეკარის ყიდვა დაადასტურა

ლონდონის „ჩელსიმ“ ოფიციალურად დაადასტურა ფრანგული „რენიდან“ მეკარე ედუარ მენდის შეძენა.

28 წლის სენეგალელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„ძალიან მოხარული ვარ “ჩელსისთან“ შეერთებით. ეს ჩემი ოცნებაა – ვიყო ასეთი ბრწყინვალე გუნდის ნაწილი და ვიმუშაო ფრენკ ლემპარდთან და მის შტაბთან. მოუთმენლად ველოდები თანაგუნდელებთან შეხვედრას და ახალ კლუბში კარიერის დაწყებას“, – თქვა მენდიმ.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ აფრიკელი მეკარის სანაცვლოდ „ჩელსი“ 20 მილიონ ევროს გადაიხდიდა.

გასულ სეზონში მენდიმ „რენის“ რიგებში 24 მატჩი ჩაატარა და ცხრაჯერ შეინახა „მშრალად“ საკუთარი კარი.

ახალ სეზონში „ჩელსის“ ძირითადმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ ორ მატჩში ორი უხეში შეცდომა დაუშვა, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობამ მის მიმართ ნდობა დაკარგა.