„ჩელსიმ“ ობლაკის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო
„ჩელსიმ“ ობლაკის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო

მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარე იან ობლაკი „ჩელსის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა თავის „ტვიტერში“ წერს, ლონდონელებმა ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყეს. ამ პროცესში მონაწილეობას იღებს „ჩელსის“ სპორტული დირექტორი მარინა გრანოვსკაია. აღნიშნავენ, რომ ობლაკმა უნდა ჩაანაცვლოს კეპა არისაბალაგა, რომელმაც უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას შეიძლება დატოვოს კლუბი.

ადრე წერდნენ, რომ მადრიდული კლუბი მზად არის გაყიდოს ფეხბურთელი 110 მილიონ ევროდ. ობლაკის კონტრაქტი „ატლეტიკოსთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში 27 წლის სლოვენიელმა 38 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაუშვა.