„ჩელსიმ“ ობამეიანგის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„ჩელსიმ“ ობამეიანგის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი „ჩელსიში“ გადავიდა. ამის შესახებ ლონდონურმა კლუბმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის დიდი პატივია გავხდე ამ გუნდი ნაწილი და მოუთმენლად ველოდები „ჩელსიში“ თამაშის დაწყებას. მე მაქვს დაუსრულებელი საქმეები პრემიერლიგაში, ასე რომ, აქ დაბრუნება – ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნოა“, – განაცხადა ობამეიანგმა.

33 წლის ფორვარდმა „ჩელსისთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ლონდონური კლუბის მეექვსე ახალწვეული გახდა.

ობამეიანგი „ბარსელონაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით 2022 წლის იანვარში გადავიდა და ამ გუნდის რიგებში 24 მატჩში 13 გოლი გაიტანა. „ბარსელონამდე“ ფორვარდი 2018 წლიდან კიდევ ერთ ლონდონურ კლუბში „არსენალში“ თამაშობდა.