„ჩელსიმ“ ლიამ დელაპის ტრანსფერზე მუშაობა დაასრულა #1TVSPORT
„ჩელსიმ“ ლიამ დელაპის ტრანსფერზე მუშაობა დაასრულა #1TVSPORT

ლიამ დელაპმა ლონდონის „ჩელსიში“ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და მალე კონტრაქტს ხელს მოაწერს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

„ჩელსიმ“ 22 წლის ინგლისელი თავდამსხმელის ხელშეკრულებაში არსებული გამოსასყიდი თანხის პუნქტი გაააქტიურა. ლონდონურმა კლუბმა „იფსვიჩ თაუნს“ 30 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

დელაპის დამატება მთავარი მწვრთნელის, ენცო მარესკას პირდაპირი მოთხოვნა იყო. მას წარსულში დელაპთან ერთად უმუშავია, როცა „მანჩესტერ სიტიში“ პეპ გუარდიოლას ასისტენტი გახლდათ.

გასულ სეზონში ინგლისელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 37 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 12 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.