„ჩელსიმ“ ლემპარდის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ფრედ დაასრულა

17:49, 11.07.2019

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი ჩაატარა ფრენკ ლემპარდმა. მისმა შეგირდებმა ვერ შეძლეს გამარჯვება ირლანდიური „ბოჰემიანსის“ წინააღმდეგ – 1:1.

„ჩელსიმ“ არაოპტიმალური შემადგენლობით ითამაშა. ლონდონელებმა მერვე წუთზე მიში ბატშუაის გოლით გახსნეს ანგარიში. ლემპარდის გუნდი მოგებისკენ მიდიოდა, მაგრამ 89-ე წუთზე ერიკ მოლოისგან მიიღო გოლი.

„ბოჰემიანსი“ ირლანდიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. ინგლისის პრემიერლიგა 9 აგვისტოს დაიწყება. პირველ ტურში „ჩელსი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდება.

მსგავსი