„ნაპოლის“ მცველი კალიდუ კულიბალი ახლოს არის „ჩელსიში“ გადასვლასთან.
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ თავის „ტვიტერში“ დაწერა, რომ ლონდონურმა კლუბმა შეათანხმა ფეხბურთელთან კონტრაქტის პირობები, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. სენეგალელი წლიური ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს.
„ჩელსის“ ბოლო შეთავაზების მიხედვით, „ნაპოლი“ კულიბალის სანაცვლოდ 38 მილიონ ევროს მიიღებს. ელოდებიან, რომ გარიგება უახლოეს დღეებში გაფორმდება.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ კულიბალიზე ასევე პრეტენზიას „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ აცხადებენ.