„ჩელსიმ“ კეპა არისაბალაგას გაყიდვა გადაიფიქრა
„ჩელსიმ“ კეპა არისაბალაგას გაყიდვა გადაიფიქრა

ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობა აპირებს, შეინარჩუნოს ესპანელი მეკარე კეპა არისაბალაგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ ავრცელებს.

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ცნობა, რომ არისტოკრატების მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი 25 წლის ბასკი გოლკიპერის თამაშით უკმაყოფილოა და მისი გაშვება სურს, თუმცა ამ გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი კეპას სატრანსფერო ღირებულება გახდა, რომელიც ძალიან დაეცა მიმდინარე პანდემიის პირობებში.

ლონდონური კლუბი ასევე იძულებულია, უარი თქვას მილანის გოლკიპერის, ჯანლუიჯი დონარუმას შეძენაზე.

შეგახსენებთ, რომ არისაბალაგა „ჩელსიში“ ბილბაოს „ატლეტიკიდან“ 2018 წლის ზაფხულში, 80 მილიონ ევროდ გადავიდა და ინგლისელებს სურთ, რომ ის ამავე ფასად გაყიდონ.

კეპას კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2025 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.