„ჩელსიმ“ ჰაკიმ ზიეშის ტრანსფერი დაადასტურა

17:07, 13.02.2020

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ამსტერდამის „აიაქსის“ მაროკოელი ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეში 2020 წლის ზაფხულიდან სათამაშოდ ლონდონის „ჩელსიში“ გადავა.

ინგლისური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 26 წლის ფეხბურთელი 2019-20 წლების სეზონს „აიაქსში“ ჩაამთავრებს და ამის შემდეგ აღმოჩნდება „სტემფორდ ბრიჯზე“.

ნიდერლანდური გაზეთის De Telegraaf-ის ინფორმაციით, „აიაქსმა“ ზიეში 45 მილიონ ევროდ დათმო.

მსგავსი