„ჩელსიმ“ გარნაჩო ტრანსფერზე დააყენა #1TVSPORT

15:09, 21.04.2026

„ჩელსი“ მზად არის, გაყიდოს 21 წლის გარემარბი ალეხანდრო გარნაჩო.

ინტერნეტგამოცემა talkSPORT-ი იტყობინება, რომ, ლონდონური კლუბის აღიარებით, არგენტინელი ფეხბურთელის შეძენამ არ გაამართლა. გარნაჩო „ჩელსიში“ 2025 წლის ზაფხულში 40 მილიონ ევროდ გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“.

გარემარბის მოქმედი კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2032 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი