„ჩელსიმ“ ევროპული კლუბების ასოციაცია დატოვა #1TVSPORT
„ჩელსიმ“ ევროპული კლუბების ასოციაცია დატოვა #1TVSPORT

ევროპის სუპერლიგის შექმნის შემდეგ, ლონდონის „ჩელსიმ“ ევროპული კლუბების ასოციაცია (ECA) დატოვა, – ამის შესახებ ბრიტანული პრესა იტყობინება.

უფრო ადრე ასოციაციიდან გამოვიდა „მანჩესტერ იუნაიტედი“, ხოლო ამ გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა უეფა-ში დაკავებული თანამდებობა დატოვა.

„ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა, სუპერლიგის შექმნაში მონაწილეობა მიიიღეს „მილანმა“, „არსენალმა“, „ატლეტიკომ“, „ბარსელონამ“, „ინტერმა“, იუვენტუსმა“, „ლივერპულმა“, „მანჩესტერ სიტიმ“, „რეალმა“ და „ტოტენჰემმა“.