„ჩელსიმ“ ესტევაო ოფიციალურად წარადგინა #1TVSPORT
„ჩელსიმ“ ესტევაო ოფიციალურად წარადგინა #1TVSPORT

18 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ესტევაო ლონდონის „ჩელსის“ შეუერთდა. ფეხბურთელი ინგლისურმა კლუბმა 13 თვის წინ „პალმეირასიდან“ 34 მილიონ ევროდ შეიძინა, რასაც ბონუსების სახით კიდევ 27 მილიონი დაემატება.

ესტევაომ 2025 წელს ბრაზილიის სერია A-ში 11 მატჩი ჩაატარა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 2024 წელს ფორვარდს 31 მატჩში 13 გოლი და ცხრა შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.