„ჩელსიმ“ ემილიანო მარტინესის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების მეკარე ემილიანო მარტინესი კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ლონდონურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა.
მარტინესმა ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. უფრო ადრე პრესაში წერდნენ, რომ „ჩელსიმ“ 33 წლის ფეხბურთელში „ასტონ ვილას“ 8.7 მილიონი ევრო გადაუხადა.
ემილიანო მარტინესი „ასტონ ვილაში“ 2020 წლის სექტემბრიდან თამაშობდა. მან, ჯამში, ბირმინგემულ კლუბში 256 მატჩი ჩაატარა და აქედან 80 შეხვედრაში „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი.