„ჩელსიმ“ და პსჟ-მ ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე იმსჯელეს #1TVSPORT

07:59, 26.02.2023

„ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელებმა პარიზში განიხილეს ნეიმარის შესაძლო ტრანსფერი.

როგორც გაზეთი Le Parisien-ი წერს, „ჩელსის“ მფლობელი ტოდ ბოული და პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს. ამ შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო „ჩელსიში“ ნეიმარის სავარაუდო გადასვლა.

„ჩელსი“ ბრაზილიელთან დაკავშირებით სიტუაციას გასული წლის ზაფხულიდან აკვირდება. აღნიშნავენ, რომ ბოულიმ, რომელიც ნეიმარის დიდი თაყვანისმცემელია, ვერ დაინახა ალ-ჰელაიფისგან ფეხბურთელის შენარჩუნების დიდი სურვილი. დაახლოებით 60 მილიონი ევროს ფარგლებში ტრანსფერი პრობლემა არ უნდა გახდეს ლონდონური კლუბისთვის.

ნეიმარის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი